ახალი ამბები
თამარ ბელქანიამ განმარტა, რომ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება - IDFI
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია 19 დეკემბერს დაუკავშირდა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) და წარადგინა დამატებითი დეტალები მიღებულ საჩუქართან დაკავშირებით. ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

IDFI-ში ამბობენ, რომ ბელქანიას განმარტებით, დეკლარაციაში ასახული საჩუქრის სახით მიღებული უძრავი ქონება არის მისი მშობლების მიერ მემკვიდრეობით გადაცემული 30კვ.მ ბინა, სადაც ცხოვრობს დაბადებიდან.

"ამასთან,ქონება საჩუქრად გადაეცა თამარ ბელქანიას არასრულწლოვან შვილს, რომლის მეურვეს წარმოადგენს თავად. IDFI მიესალმება ბელქანიას სურვილს, უზრუნველყოს საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება კვლევაში ასახულ ინფორმაციასთან და მიღებული საჩუქრის (მემკვიდრეობის) წარმომავლობის კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს IDFI.

წალენჯიხის მერის მოადგილემ გუშინ უარყო IDF -ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია, რომ 2020-2022 წლებში მან და მისმა ოჯახმა, ჯამურად, 95 000 ლარის საჩუქარი მიიღო.


ამავე თემაზე: 

თამარ ბელქანია IDFI - ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

2020-2022 წლებში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებმა 1 044 729 ლარის საჩუქარი მიიღეს - IDFI
Print