ახალი ამბები
ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა სოხუმის რაიონში მომხდარ ხანძარს
სოხუმის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათვე ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სოფელ ქვემო ეშერის ერთ - ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელშიც 85 წლის მამაკაცი იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახანძრო-სამაშველო ბრიგადების მისვლამდე ცეცხლმა შენობა მთლიანად მოიცვა. სახლი დაიწვა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

Print