ახალი ამბები
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ქალაქი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით (ფოტო)
ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე დღეს 19:00 საათზე საზეიმოდ განათდა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ.
წელს საქართველო ახალი წლის დადგომასთან ერთად კიდევ ერთ, ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას აღნიშნავს.

ქალაქის ყოველ კუთხეში შევხვდებით როგორც საახალწლო ილუმინაციებსა და დეკორაციებს, ასევე საქართველოს, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების დროშებს.

ცენტრალური ნაძვის ხე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუსიკალური, სამეჯლისო-სპორტული და თანამედროვე ცეკვების ანსამბლებმა სახელოვნებო სკოლების გაერთიანების აკადემიურ გუნდთან ერთად სადღესასწაულოდ გახსნეს.

Print