ახალი ამბები
რკინიგზის საკონტაქტო ქსელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - საქართველოს რკინიგზა
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ რამდენიმე ქვესადგურზე ელექტროენერგიაა გათიშული.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე”,-ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დილიდან რამდენჯერმე შეფერხდა თბილისიდან ზუგდიდისკენ მომავალი სამგზავრო მატარებელი.




ამავე თემაზე:

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი დიდთოვლობის გამო ორ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული - მგზავრები

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ისევ შეფერხებულია
Print