ახალი ამბები
წალენჯიხა დიდთოვლობის გამო ინტერნეტისა და შუქის გარეშეა დარჩენილი
წალენჯიხაში გუშინ მოსული ძლიერი თოვლის შედეგად, უკვე მეორე დღეა, მუნიციპალიტეტს ინტერნეტი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ძლიერმა თოვლმა წალენჯიხაში სხვა პრობლემებიც შექმნა, წააქცია ხეები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება იყო შეზღუდული.

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა გზა გაწმენდილია, მათზე ისევ იყრება ტექნიკური მარილი. რაც შეეხება დენსა და ინტერნეტს, მისი თქმით, შესაბამისი ბრიგადები მუშაობენ სტიქიისგან მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.




Print