ახალი ამბები
სახალხო დამცველი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 26 დეკემბერს, აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი იტყობინება. 

"სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას.

ირაკლი ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი "დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს", აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე:

თავისუფლება ირაკლი ბებუას - ზუგდიდში აქცია გაიმართა 

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთლობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა

"აფხაზური" დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა








Print