ახალი ამბები
აბაშაში ავტოავარიას რუსი ტურისტი ქალი ემსხვერპლა
აბაშაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რუსეთის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. სოფელ მარანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მიკროავტობუსში მხოლოდ მძღოლი იჯდა, ხოლო მსუბუქ ავტომობილში საქართველოს მოქალაქე მძღოლი და რუსეთის მოქალაქეები. სავარაუდოდ, ისინი ტურისტები არიან. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Print