ახალი ამბები
ზუგდიდში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს გზაზე გადასვლისას დაეჯახა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ქალი მსუბუქად დაშავდა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

Print