ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში "ექსპორტზე" 20 ათასი ტონა მანდარინი გაიტანეს
2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან რუსეთში 20 ათასი ტონა მანდარინი გავიდა "ექსპორტზე", წერს "აფსნიპრესი", ადლერის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, სადღესასწაულოდ, დღე - ღამეში, ე.წ. საზღვარზე, 700 ტონამდე ციტრუსი გააქვთ, გარდა ამისა, "საბაჟო კონტროლს", საშუალოდ, სასოფლო - სამეურნეო პროდუქციით დატვირთული 500 - მდე სატვირთო მანქანა გადის.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბაჟო სამსახურის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს პრესსამსახური იუწყება, რომ მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში იგზავნება: მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.

გამოცემის თანახმად, მთლიანობაში, მიმდინარე სეზონზე (2023 წლის ოქტომბერი – 2024 წლის მარტი), რუსეთში დაახლოებით, 30 ათასი ტონა მანდარინის გატანა იგეგმება.

Print