ახალი ამბები
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს წალენჯიხის რაიონში, სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა, თუმცა მისი ოჯახი ამას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ გამსახურდია მოკლეს.

გარდაცვალების შემდეგ, გამსახურდიას ცხედარი საიდუმლო ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში კი ქალაქ გროზნოში გადაასვენეს. 2007 წლის 28 მარტს, ცხედარი ჩამოასვენეს და ამავე წლის პირველ აპრილს, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
Print