ახალი ამბები
შესაძლოა, ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ საფრთხედ არ უნდა ვაქციოთ - მეუფე გრიგოლი შობის აღნიშვნის თარიღზე
ქრისტეშობის მოახლოებისას საზოგადოებაში საეკლესიო კალენდრის თემა აქტიურდება.

ქართველი მართლმადიდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შობა არა 7 იანვარს, არამედ, 25 დეკემბერს უნდა აღინიშნებოდეს.

საკუთარ გზავნილში ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ისაუბრა.

„საეკლესიო დღესასწაულთა თარიღები დადგენილია ეკლესიის კანონიკურ იერარქთა ერთობის მიერ და თუ მათი ცვლილებების გარდაუვალი აუცილებლობა დადგება, ეკლესია იმსჯელებს ამაზე, თუმცა, გაუმართლებლად და დაუშვებლად მივიჩნევ, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთო შიდა ეკლესიური ერთობისთვის საფრთხედ ვაქციოთ; აქვე იმასაც დავსძენ, რომ ასევე აბსოლუტურად გაუმართლებლად მივიჩნევ ახალ სტილზე მყოფი ეკლესიების მოხსენიებას ჭეშმარიტებისგან განდგომილებად, მით უფრო, რომ ჩვენ ევქარისტულ ურთიერთობაში ვართ თითოეულ მათგანთან და მსგავსი შეფასებები მათ ავტორებს არასახარბიელო კუთხით წარმოაჩენს დედა ეკლესიის წინაშე,“ - ვკითხულობთ მეუფის გზავნილში.
Print