ახალი ამბები
შობას სენაკში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა.

იგი ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა შობას მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print