ახალი ამბები
სვანეთი "კავკასიის გვირგვინია" - გერმანული გამოცემა Die Welt
ცნობილმა გერმანულმა გაზეთმა "Die Welt"-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით "სვანეთში მოთხილამურეები საკუთარ თავს შეიცნობენ" და მკითხველს რეგიონში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

"სვანეთს ახასიათებს მიუწვდომელი ხეობები, მაღალმთიანი უღელტეხილები, მყინვარები და ზეგანები - მიწის უსწორმასწორო ზოლი. ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის ის "კავკასიის გვირგვინია". 
უშგული ზემო სვანეთის ტერიტორიის ის ნაწილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ხალხი ჯერ კიდევ სოფლად ცხოვრობს და იყენებს ძველ მემკვიდრეობას, უნიკალურ კოშკებს. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია ევროპაში.

სვანეთში ტრადიციული რეგიონული კერძია კუბდარი. ეს არის ცხვრის, ღორის ან ქათმის ხორცით მომზადებული საფუვრიანი ღვეზელი, რომელშიც სხვადასხვა სანელებლები, ქინძი, ნიორი და ხახვია მოთავსებული", - წერს სტეფან ვაისენბორნი, სტატიის ავტორი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოში მოგზაურობა სტაბილური და უსაფრთხოა. სვანეთი კი მისი შემაღლებული ადგილმდებარეობის გამო, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი და ტურისტულად საინტერესო რეგიონია სამხრეთ კავკასიაში.


Print