ახალი ამბები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რიკოთის გვირაბთან, ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული იყო.

ადგილზე ტექნიკა მუშაობდა. 

Print