ახალი ამბები
ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ თებერვალს განახლდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას ცნობით, ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან დაიწყება.

თოლორაიამ რადიო "ათინათთან" თქვა, რომ გადაწყვეტილება სეზონური ვირუსების შემთხვევების მატებას უკავშირდება.

Print