რეგიონი
გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს გალის საავადმყოფოსთვის არ მოუმართავს - გამგია
გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ასტამურ გამგიას განცხადებით, 9 იანვარს გარდაცვლილი 6 წლის გოგონას ოჯახს მათთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ მან „გალ მედიას“ უთხრა.

მისივე ინფორმაციით, ზარი არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შესულა.

გამგიას თქმით, მისთვის, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბავშვი გარდაიცვალა ბათუმის კლინიკაში, სადაც ის მშობლებმა გადაიყვანეს.

„ლიზი ქვაჩახია გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ჟურნალში არ იყო დაფიქსირებული, ამიტომ არ მაქვს ინფორმაცია მისი გარდაცვალების მიზეზისა და დიაგნოზის შესახებ, რომლითაც იგი საქართველოში გადაიყვანეს“, - თქვა გამგიამ.

აფხაზეთიდან ცხელებით წამოყვანილი მცირეწლოვანი ბათუმის კლინიკაში გარდაიცვალა.
Print