ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
ზუგდიდის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ დაუდასტურა.

„სკოლების ფუნქციონირებისთვის ყველაფერი მზადაა, მათ შორის, ტრანსპორტირება სადაც ხორციელდება, არაა შეფერხებები“, - აღნიშნა ბულიამ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სეზონური ვირუსების მატების გამო, სააღმზრდელო პროცესი პირველ თებერვალს განახლდება.


Print