ახალი ამბები
გუდაუთაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გუდაუთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მილიციის („გაის“) უფროსის მოადგილემ, ასტამურ ტანიამ განუცხადა.

წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. 28 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავე ინფორმაციით, ავარია გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ გზატკეცილზე, ორშაბათს, 15 იანვარს მოხდა.

Print