ახალი ამბები
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად ტენდერი გამოაცხადა
სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დადგენილი წესების დაცვით მათი მოგვარების მიზნით ტენდერი გამოცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უმეთვალყურეოდ დარჩენილი 120 ძაღლის გადაყვანა თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, ძაღლები ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდებით უნდა დაიჭირონ, ჩაუტარონ სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურებები, ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ კი დააბრუნონ ბუნებრივ არეალში. ცხოველის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში, მისი ევთანაზია უნდა განხორციელდეს.

ტენდერში, რომლის შესყიდვის ღირებულება 19 920 ლარია, წინადადებები 2024 წლის 22-დან 24 იანვრის ჩათვლით მიიღება.
Print