ახალი ამბები
ორი დღის წინ მესტიაში ელექტროენერგიის რეკორდული რაოდენობა მოიხმარეს - ენერგო პრო
16 იანვარს მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. კომპანიის ცნობით, პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. იმავე დღეს, სრულად "ენერგო-პროს" აბონენტენთა მოხმარებული ელექტროენერგია 14 მილიონი კილოვატსაათით განისაზღვრა.

"ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფლის მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი ზემო სვანეთის სამი ათასმა აბონენტმა", - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.


კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი მიდგომის შედეგად ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, იმატებს ავარიული გათიშვების ოდენობა, ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები.

წლებია, მესტიაში მოსახლეობას და ყველა ობიექტს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება.

Print