რეგიონი
ზუგდიდელმა კარატისტმა უტა ფონიავამ აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ზუგდიდელმა სპორტსმენმა უტა ფონიავამ აზერბაიჯანში გამართულ "arpachay open"-ის საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ფედერაციის განმარტებით, პირველ ბრძოლაში მან დაამარცხა თურქი სპორტსმენი ანგარიშით 6-2.

,,მეორე წრეში დამაჯერებლად გაიმარჯვა აზერბაიჯანელი სპორტსმენის წინააღმდეგ ანგარიშით 7-0, ამასთან ნახევარფინალში მან კიდევ უფრო შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და 8-0 დაამარცხა მასპინძელი, გილოცავთ ყველას ამ წარმატებას, განსაკუთრებით კი ვულოცავთ წარმატებას უტას პირად მწვრთნელს გელა ანთიას'', - აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.

ამავე ინფორმაციით, ფინალში უტა დაუპირისპირდა აზერბაიჯანელ სპორტსმენს და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 5-2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღნშნულ ტურნირზე ახალგაზრდა სპორტსმენს თან ახლდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა კოდუა.



Print