ახალი ამბები
განიხილება ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის ვერსიაც - სოხუმი სამხატვრო გალერეაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს სოხუმში, „აფხაზ მხატვართა კავშირის“ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს, წერს „აფსნიპრესი“.


ამავე ცნობით, ადგილზე სახანძრო - ტექნიკური ექსპერტიზა მუშაობს. განიხილება ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენა.


„პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ „გენერალურ პროკურორს“ მომხდარის მიზეზების დადგენა დაავალა.

სოხუმში, მიმდინარე წლის 21 იანვარს, ლაკობას ქუჩაზე მდებარე სამხატვრო გალერეაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“. მასში ოთხი ათასზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა - შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ხანძარს ნახატების უმნიშვნელო ნაწილი გადაურჩა.



გამოცემის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მართვის პულტზე 03:38 საათზე შევიდა. მთლიანობაში ხანძარს აქრობდა მეხანძრეთა 11 რაზმი სოხუმიდან, გუდაუთიდან, გულრიფშიდან და ოჩამჩირიდან. მათ ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ დილის 7.00 საათისთვის შეძლეს.


ფოტო:  ფონდი "ასარკია"

 

Print