ახალი ამბები
საჩინოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ფიფიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მერიის ინფორმაციით, სახლი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის. მათ შენობიდან ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოახერხეს.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

მერიის ცნობით, ადგილზე ზარალს კომისია ითვლის და ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულს დახმარებას გაუწევს.

Print