ახალი ამბები
ენმ-ს ზუგდიდელ აქტივისტს ანა წითლიძის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდელი აქტივისტი გელა შედანია აპირებს, ამავე პარტიის წევრსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანა წითლიძეს უჩივლოს. ამის შესახებ შედანიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. საუბარია სოციალურ ქსელში წითლიძის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე, რომელიც მასსა და შედანიას შორის კამათს მოჰყვა.

"18 იანვარს, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ, სოციალურ ქსელში, პირად ფეისბუკგვერდზე, პოლემიკის დროს, მომაყენა შეურაცხყოფა და დამწამა ცილი. მიწოდა ბოტასის და ქათმის ქურდი, სუსის აგენტი. იმის გარდა, რომ როგორც ადამიანი შეურაცხყოფილი ვარ, ჩემი მისამართით დაწერილ დამცირებასა და ცილისწამებას, კითხულობენ ჩემი არასრულწლოვანი შვილები და ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ჩემი სოფელი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სადაც ვცხოვრობ", - წერს ის.

შედანიას განმარტებით, ის პოლიციაში საჩივარს ხვალ შეიტანს და სასამართლოში წითლიძის დაკითხვას მოითხოვს.

Print