ახალი ამბები
ენგურზე ე.წ. საზღვრის "უკანონო" კვეთისთვის 2023 წელს 700 პირი დააკავეს - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წელს "საზღვრის დარღვევის"  700 - ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა.

ე.წ. სუს - ის ინფორმაციით, "საზღვრის" უკანონო კვეთისთვის "სისხლის სამართლის პასუხისგებაში" მიეცა 15 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.

ამავე ცნობით, ამავე პერიოდში, მათ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, ამოღებულია 900 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია და 6 ერთეული მოწყობილობა მაინინგისთვის.

"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


Print