ახალი ამბები
მესტიაში ფესტივალი "გიზ-გიზი" გაიმართება
1-3 მარტს მესტიაში დაიხურება ზამთრის კურორტების ფესტივალი "გიზ-გიზი", რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2 თებერვალს გუდაურში დაიწყება.
ფესტივალის ფარგლებში არაერთი აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის, მუსიკალურ-გასართობი შოუები, კვების სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა და საბავშვო პროგრამები.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.

Print