ახალი ამბები
27 იანვრამდე უნალექო, მაგრამ ცივ ამინდს პროგნოზირებენ
25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კი კვლავ ნალექიანი ამინდი იქნება.


მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ზუგდიდში უნალექო ამინდის ფონზე ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი იქნება, 27 იანვარს იწვიმებს. რაც შეეხება მესტიას, ზემო სვანეთში 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსია ნავარაუდევი.





Print