ახალი ამბები
მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება, თითქმის, ორი თვის წინ ჩამქრალი შუქნიშნები
ზუგდიდში, პუშკინისა და შარტავას ქუჩებზე განთავსებული შუქნიშნები, დაახლოებით, ორი თვეა, აღარ ფუნქციონირებს. რადიო "ათინათს" ადგილობრივ მერიაში უთხრეს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაირთვება შუქნიშნები, რომლებიც ორ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობას არეგულირებენ.

"დაზიანებულია შუქნიშნის ნაწილი, რომლის აღმოფხვრაზეც მუშაობენ სპეციალისტები. მაქსიმალურად ეცდებიან, რომ დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. კონკრეტულად როდისთვის გაკეთდება, წინასწარ ვერ გეტყვით",- აღნიშნავენ მერიის პრესსამსახურში.


Print