რეგიონი
სენაკის "საქართველოს ბანკში" ყაჩაღობა მოხდა
სენაკის "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მას ცივი იარაღი, სავარაუდოდ, დანა ეჭირა და მან მუქარით, ერთ- ერთ მომხმარებელს თანხა წაართვა. საუბარია, დაახლოებით, 900 ევროზე.

მამაკაცი საქართველოს ბანკის შენობიდან გამოვიდა და გაქცევა სცადა, თუმცა, სამართლადამცავებმა, იქვე ბანკის მახლობლად დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
Print