ახალი ამბები
სენაკში ბანკის ყაჩაღობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
სენაკში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო მის შეფარდებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ იმსჯელებს.

სენაკის "საქართველოს ბანკში" ცივი იარაღის მუქარით თავდამსხმელი ორი დღის წინ შეიჭრა და 900 ევრო წაიღო. მან ბანკის შენობიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა ის გვერდით მდებარე პარკში მალევე დააკავეს.

Print