ახალი ამბები
სენაკში „საქართველოს ბანკში“ ყაჩაღობისთვის დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 იანვარს "საქართველოს ბანკში" ყაჩაღობისთვის დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროცესზე დაკავებულმა პირმა აღნიშნა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს. მას ადვოკატი არ ჰყავს.

პროკურორის განმარტებით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა და თანხა. დანის მუქარით თავდამსხმელმა ბანკიდან 900 ევრო პარასკევს გაიტაცა. მან შენობიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.

შემდეგი სასამართლო პროცესი საქმეზე 11 მარტს ჩაინიშნა.



ამავე თემაზე: 

სენაკში ბანკის ყაჩაღობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
Print