ახალი ამბები
რიკოთზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

Print