ახალი ამბები
აფხაზეთში შესაძლოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სკოლები გაიხსნას - მედია
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო ორგანიზაციების გახსნას გეგმავს. შესაბამისი შეთანხმებები სოხუმთან და ცხინვალთან უნდა გაფორმდეს, წერს ინტერნეტ გამოცემა „ აიაირა“.

ამავე ცნობით, დამტკიცებული პროექტები უწყების იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა. ორივე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის დაწესებულებები განკუთვნილია რუსული სამხედრო ბაზების თანამშრომლების შვილებისთვის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის. 


გამოცემის თანახმად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების წარმართვა დაავალა. რესპუბლიკებს შეუძლიათ პროექტში არაპრინციპული ცვლილებების შეტანა“.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხრეთის სამხედრო ოლქის მე - 7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.


Print