ახალი ამბები
უკრაინაში სენაკელი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, ისინი აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ორივე ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი სენაკელი, თეკლათის მკვიდრი გოჩა ჟვანიაა.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებში 50- ზე მეტი ქართველი დაიღუპა, მათ შორის არის 54 წლის ბახვა ჩიქობავა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მარიუპოლში 2022 წლის მარტში დაიღუპა. მისი ცხედრის დაღუპვის ადგილიდან გამოსვენება ისევ ვერ ხერხდება.



Print