ახალი ამბები
რუსეთი აჩერებს აფხაზეთში ელექტროენერგიის "სოციალურ ნაკადს" - - "ჩერნომორენერგო"
სოხუმში ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემები განიხილეს. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორის ტიმურ ჯინჯოლიას განაცხადებით, „სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. 5 თებერვალს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადი სრულდება“.

ამის შესახებ, მან 2 თებერვალს განაცხადა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა მართავდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრის ჯანსუხ ნანბას თქმით, ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვები „იძულებითი ღონისძიებაა და მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული“. მათ შორის, მან დაასახელა მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, წყლის კრიტიკულად დაბალი დონე ჯვრის წყალსაცავში, „როსტოვის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე დაგეგმილი რემონტი და ავარიული გამორთვები რუსეთის სამხრეთში, საიდანაც აფხაზეთი დამატებით ელექტროენერგიას იღებს".

მანამდე „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ „რუსულმა მხარემ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა“, რის გამოც იანვრის მეორე ნახევრიდან აბონენტებს შეზღუდვები დაუწესდათ.

ამავე ცნობით, 3 თებერვლის გრაფიკის თანახმად, ელექტროენერგია დღისით და ღამით ორ - ორი საათით გაითიშება.









Print