ახალი ამბები
აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

თბილისში, კეკელიძის N1- დან ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ზუგდიდელები გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 3 თებერვალს გამაოცხადა.

 


პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა.

თითოეულ მათგანს 3000 ლარის გადახდა მოუწევს. პროკურატურა მათთვის 5000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

მოძრაობა „ხმის“ წევრები 23 იანვარს კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, პროკურატურამ ბრალი მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს სოლიდარობა სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მათი მხარდამჭერი აქცია გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა ზუგდიდშიც.

ამავე თემაზე:

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდელ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

დეკანოზი იალარიონ შენგელია აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სოლიდარობას უცხადებს

ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა



 

Print