რეგიონი
მერიაში არ ამბობენ, რამდენ ხანს იქნება გაუმართავი შადრევანი მთავარ მოედანზე
ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე მოწყობილი შადრევანი, დაახლოებით, ოთხ თვეზე მეტია, დაზიანებულია და გამორთულია.

რადიო „ათინათს“ მერიის პრესამსახურში უთხრეს, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციაა დაზიანებული და მის შესაკეთებლად სპეციალური სამსახური მუშაობს.

კონკრეტულად, რა დრო დასჭირდება შადრევნის შეკეთებას, მერიაში თარიღს არ აზუსტებენ.

„შესაბამის სამსახურში იციან ვადა, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული დრო სჭირდება და ამიტომ არ გეუბნებით კონკრეტულ დღეს“,- ამბობენ მერიაში.

შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია, როდის განაახლებს ან განაახლებს თუ არა შადრევანი ფუნქციონირებას.
Print