ძლიერმა ქარმა და ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მარტვილის მუნიციპალიტეტში.
ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ქარმა მთლიანად გადახადა, შედეგად, ამ წუთებშიც იტბორება რამდენიმე ბინა. კორპუსის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ ღამის გათევას საკუთარი ბინებში ვერ შეძლებენ.
სტიქიის შედეგების აღმოსფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები, ადგილზე იმყოფებოდა მარტვილის მერი თორნიკე ჯანაშია, რომელმაც დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრობლემებია სოფლებშიც, სადაც ხეები იყო მოგლეჯილი და საკარმიდამო ნაკვეთები.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები