ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული სენაკელი მეომარი თანამებრძოლთან ერთად სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინიდან საქართველოში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს. ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულების ცხედრებს მათი ოჯახის წევრები, მეგობრები დახვდნენ და პატივი მიაგეს, ადგილზე გაშალეს საქართველოსა და უკრაინის დროშები და ააჟღერეს უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.

ორივე ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.

2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 50 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.


Print