ახალი ამბები
მესტიის გზაზე ნაწილობრივ აღდგენილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია. ამის შესახებ  რადიო „ათინათს“ მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა უთხრა.

მისივე თქმით, უამინდობის გამო, პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

როდის აღდგება სრულად გზებზე მოძრაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

Print