ახალი ამბები
ზუგდიდში 12 თებერვლამდე თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით +18, +20 გრადუსი იქნება. მესტიაში კი მოსალოდნელია +5,+7 გრადუსი.


Print