ახალი ამბები
უამინდობის გამო, უქმდება ზუგდიდი-თბილისის და თბილისი-ფოთის საღამოს რეისებიც - „საქართველოს რკინიგზა“
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება ზუგდიდი-თბილისის (№ 869) და თბილისი-ფოთის (874) რეისები. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მანამდე, ასევე გაუქმდა დილის რეისები, რომლებსაც თბილისი - ზუგდიდის და ფოთი - თბილისის მიმართულებით უნდა შეესრულებინა რეისები.

გუშინ, 6 თებერვალს, ზუგდიდი - თბილისის და თბილისი - ფოთის მიმართულებით მოძრავი მატარებლები, ხარაგაულის სოფელ მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, საწყის სადგურებში დააბრუნეს.

"აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე," - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.



Print