ახალი ამბები
დილიდან განახლდა სამგზავრო რეისები - "საქართველოს რკინიგზა"
დღეს დილიდან საქართველოს რკინიგზამ განაახლა სამგზავრო მიმოსვლა. ამის შესახებ ინფორმაცია რკინიგზის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, რკინიგზის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლიანდაგები სრულად გაწმენდილია.

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს გაუქმდა ზუგდიდი-თბილისის (№ 869) და თბილისი-ფოთის (874) რეისები.



ფოტო: "საქართველოს რკინიგზა"
Print