ახალი ამბები
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19, +21 გრადუსს მიაღწევს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით, +20, +22 გრადუსია ნავარაუდევი, მესტიაში კი +9, +11 გრადუსი.
Print