ახალი ამბები
ხობში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობში, სოფელ პირველ მაისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს მაშინ დაეჯახა, როდესაც ტრანსპორტში მგზავრი ადიოდა.

იგი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print