ახალი ამბები
ზუგდიდელმა გიგი ალანიამ და უტა ფონიავამ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს
კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც პირველად მასპინძლობს საქართველო, ზუგდიდელი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში, გიგა ალანიამ მოუპოვა.

ის ფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

უტა ფონიავა კი, 16-17 წლების 68კგ წონით კატეგორიაში იუნიორთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია.

ის ფინალში თურქ მუსტაფა ოგრგალს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:00 დაამარცხა.
Print