ახალი ამბები
ზუგდიდში საქართველოს ბანკთან პოლიციაა მობილიზებული
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” მთავარ ფილიალთან სამართალდამცავები შესასვლელთან დგანან და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქ შეკრებილები ბანკის პოლიტიკას აპროტესტებენ. მათ შორის არიან პენსიონერები და მოქალაქეები, რომელთაც  ბანკებში სახლები აქვთ ჩადებული. ისინი შიშობენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ და ფინანსური კორპორაცია მათ საკუთრებებს გაუყიდის.
Print