ახალი ამბები
15 თებერვლამდე სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ
13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 15 თებერვლიდან კვლავ ნალექს ვარაუდობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში მომდევნო დღეებში +23, +25 გრადუსია ნავარაუდევი, 15 თებერვალს იწვიმებს.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით +22, +24 გრადუსს მიაღწეევს, მესტიაში კი +13, +15 გრადუსს.


Print