რეგიონი
13 და 14 თებერვალს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ188, კმ194 და კმ196 მონაკვეთებზე დაგეგმილი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, სავტომობილო გზის კმ135-კმ200 (სურამის კვანძი-არგვეთა) მონაკვეთზე 2024 წლის 13 და 14 თებერვალს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
Print