ახალი ამბები
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა.

2024 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა ინფორმირების, განათლებისა და გართობის ერთი საუკუნეა.

რადიო ,,ათინათი'' 26 წელია მაუწყებლობს, ის  ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში 1998 წელს ჩამოაყალიბა. მისი დაფარვის არეალი მოიცავს სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, სვანეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს. 

რადიო "ათინათს" აქვს საკუთარი ვებგვერდი www.radioatinati.ge, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სამეგრელოს რეგიონში, ასევე ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბები. 


საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა.


Print